28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

საფრანგეთში ექსტრემალური სიცხის გამო საგანგებო რეაგირების გეგმა ORSEC ამოქმედდა

საფრანგეთის მთავრობამ ექსტრემალური სიცხის ფონზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საგანგებო რეაგირების გეგმა ORSEC აამოქმედა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

ORSEC წარმოადგენს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მოსახლეობის დახმარების ეროვნულ სისტემას, რომელიც, როგორც წესი, ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის წყალდიდობებისა და სხვა მასშტაბური მოვლენების დროს გამოიყენება.

გეგმა იმ დეპარტამენტებში ამოქმედდება, სადაც მეტეოროლოგებმა საფრთხის უმაღლესი — „წითელი“ დონე გამოაცხადეს. შაბათის მონაცემებით, „წითელი“ გაფრთხილება ქვეყნის 24 დეპარტამენტში მოქმედებს, ხოლო კიდევ 59 დეპარტამენტში გამოცხადებულია „ნარინჯისფერი“ საფრთხის დონე.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოდ ბრეჟონმა, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები უკვე გამართა და ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაო შეასრულა.

ამასთან, ბოლო დღეებში საფრანგეთი, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი რეგიონები, მრავალრიცხოვან ტყის ხანძრებს ებრძვის. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებიც განზრახ ხანძრის გაჩენის ეჭვით არიან დაკავებულები.

 

banner
წინა სტატიაშიტაიფუნს ფილიპინებში 17 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“არ არსებობს თანამდებობის პირი, რომელიც არ იღებს შეტყობინებას, რა შეიძლება მოხდეს”- ნინო ჩხობაძე