საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს არის პირველი არჩევნები, რომელში გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას” აქვს.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

მეორე ტურის წინ ულტრამემარჯვენეების მიერ მმართველი უმრავლესობის მოპოვების აღსაკვეთად, ასობით პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა უფრო ძლიერი კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნა.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

საარჩევნო პერიოდში საფრანგეთში პოლიტიკოსებზე თავდასხმები გახშირდა, რის გამოც ხმის მიცემის დღეს უსაფრთხოებას 30 ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს. ძალადობის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციების გამართვა დროებით აკრძალა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევს სასიკვდილო დაავადება დაუდგინეს: დიაგნოზი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გამოაცხადა
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ გაშვებული 13 “შაჰიდიდან” 13 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები