საფრანგეთში დაიჭირეს ქალი, რომელმაც ტურ დე ფრანსზე მასობრივი ავარიის პროვოცირება მოახდინა

საფრანგეთის პოლიციამ დაიჭირა ქალი, რომელმაც ცნობილ ველოშეჯიბრება ტურ დე ფრანსზე სერიოზული ავარია მოაწყო. შემთხვევა პირველი ეტაპის ფინიშამდე 45 წუთით ადრე მოხდა. ქალი, რომელსაც ტრანპარანტი ეჭირა ხელში, ცდილობდა კადრში მოხვედრილიყო და მას ისე იქნევდა, რომ გერმანელი ველოსპორტსმენი ტონი მარტინი მას გამოედო და დაეცა, რასაც დომინოს პრინციპით ათობით ველოსიპედისტის მიწაზე დაცემა მოყვა. ავარიის შედეგად ერთი ველოსიპედისტი იძულებული გახდა შეჯიბრება საერთოდ დაეტოვებინა, რვამ ტრავმა მიიღო.

პოლიციის მოანცემებით ქალი წარმომავლობით ფრანგია და ის ქალაქ ლანდერნოშია დაკავებული. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც თვითმხილველმა დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ იცის ქალის ვინაობა, რომლის გამოც შემთხვევა მოხდა.

ახლა სასამართლო გადაწყვეტს რა იქნება აღმკვეთი ღონისძიება.

banner
წინა სტატიაშიმიწასთან გასწორებულ თამარაშენში რუსულ ეკლესიას აშენებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა პოლონეთს “ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის” შექმნის გამო შესაძლებელია უჩივლოს