საფრანგეთში ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღეების განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 6 ნოემბერს, საფრანგეთში, ვირუსით 60 486 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 828 ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, 7 ნოემბერს, წინა დღესთან შედარებით, ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა და ინფიცირების 86 852 შემთხვევა გამოვლინდა. 304 ადამიანი კი გარდაიცვალა. მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვინაიდან გამკაცრებულ ზომებს, სულ უფრო მეტი მოქალაქე უგულვებელყოფს და დაწესებულ რეგულაციებს არ იცავს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ჰოსპიტალური რესურსი თითქმის ამოწურულია. ქვეყანაში, რეანიმაციული განყოფილებების მნიშვნელოვანი უკმარისობაა, რის გამოც საფრანგეთიდან განსაკუთრებით მძიმე პაციენტები სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი კობალაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტპატიმარია
შემდეგი სტატია“ნუ მაბრმავებ” – შსს-სთან ჟურნალისტები აქციას მართავენ