30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

საფრანგეთში ბელარუსის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

Deutche Welle-ს ინფორმაციით, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბელარუსის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს. 

კაცი იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ის დრონის პროტოტიპს უღებდა, რომელსაც საფრანგეთი აწარმოებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალი წაუყენეს უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის გადაცემაში და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კაცი Delair-ის ქარხანას უთვალთვალებდა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ტულუზას მახლობლად მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“ვიწყებ კამპანიას: “გავაგებინოთ მაკას (ბოჭორიშვილს)!” – გრიგოლ გეგელია