25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვა დაწესდა – მიზეზი მაღალი ტემპერატურაა

france 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და წითელ დონეს გადასცდა, რის გამოც, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე ალკოჰოლის მოხმარება აიკრძალა. 

ქვეყანაში კვირის დასაწყისიდან დაწყებული ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, ქვეყნის მასშტაბით, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება.

პროგნოზების მიხედვით, 22 ივნისიდან საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ შესაძლოა 41°C-ს მიაღწიოს.

წითელი საფრთხის ზონაში მოხვდა პარიზიც, ასევე, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტერიტორიები.

პარიზელებისა და ტურისტების დასიცხვისგან დასაცავად ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პარკები და ბაღები ღამის განმავლობაში ღია დატოვოს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს არ ჰყავს პოლიცია და სასამართლო, ეს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურებია”- შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიამგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა