საფრანგეთში ახალი ტერაქტები აღკვეთეს

საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტერაქტები აღკვეთეს – დღეს ქვეყნის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა გაავრცელა.
ანტიტერორისტული რეიდის მსვლელობისას, რომელიც 19 და 20 ნოემბერს ჩატარდა, მარსელსა და სტრასბურგში ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს.
ტელეკომპანია BFMTV-ის წყაროს ცნობით, დაკავებულები ძალიან საშიშები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ესპანურმა მედიამ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ევროპაში დაგეგმილ ახალ ტერაქტებზე გაავრცელა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს
შემდეგი სტატია“საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც “დემოკრატებში”, ისე “რესპუბლიკელებში”