საფრანგეთში, ოქსიტანიის რეგიონში 11 დღეში 5 აფთიაქი გაძარცვეს – დანაშაულთან დაკავშირებით კი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც ფრანგული მედია წერს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯამში 1 500 დოლარის ღირებულების მედიკამენტები და კოსმეტიკური საშუალებები მოიპარეს.
ბრალდებულები ქალაქ აჟენში დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი ახლა სასამართლო სხდომის მოლოდინში არიან.
















