საფრანგეთში 28 წლის ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში, ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი სახელად ლანა. კ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც ფრანგული მედია წერს, წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა, რომლებიც ბავშვთა სოციალური დახმარების სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.

ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კაცი გაგუდვით არის მოკლული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შსს-მ “დანაშაულის ნიშნები” აღმოაჩინა გარი კასპაროვისა და ივან ტიუტრინის ქმედებებში
შემდეგი სტატიაანა კობახიძე – ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის გაწერილ ახალ პროცედურას ვენეციის კომისია დამაბნეველს უწოდებს