საფრანგეთმა უკრაინისთვის Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა

საფრანგეთმა Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა. Delair სხვადასხვა ტიპის დრონების მწარმოებელი ფრანგული კომპანიაა.

“ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთი შეუკვეთავს Delair-ს 100 დისტანციურად მართვად დრონს, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა. მთლიანობაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია შეუკვეთავს 2 ათას ერთეულს ჩვენი შეიარაღებული ძალების და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House
შემდეგი სტატიაიაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა