საფრანგეთმა სირიის ქიმიურ იარაღზე ანგარიში გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ამ ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სირიის რეჟიმმა, ქიმიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამა 2013 წლის აკრძალვის შემდეგაც შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობა 1970-1980 წლებში, თავად ფრანგი სპეციალისტებისა ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყო, თუმცა ქვეყანა მასობრივი განადგურების იარაღის ფლობას 2012 წლამდე არ აღიარებდა.  2013 წელს, კი გაერო-ს მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუციის თანახმად, სირიაში ქიმიური იარაღი მთლიანად უნდა განადგურებულიყო, რაზეც ზეწოლის შედეგად ბაშარ ასადის ხელისუფლებამაც მოაწერა ხელი. როგორც საფრანგეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, ასადის რეჟიმს ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა ქიმიურ იარაღზე მუშაობა.

ფრანგული ანგარიშის მიხედვით, მოწმეთა ჩვენებებისა და ფოტო-ვიდეო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში მდებარე ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღი სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსა, უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება, რომელმაც ამ დოკუმენტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების ანალიზი უწოდა, რომელიც აშშ-მ სირიის დასაბომბად გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასირიაში ფრანგების სარაკეტო დარტყმის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)