საფრანგეთმა მკაცრად უპასუხა ტრამპის კრიტიკას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯან-ივ ლე დრიანმა კვირას დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა. ამერიკის პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საფრანგეთის კლიმატის შესახებ პოლიტიკამ გამოიწვია. კერძოდ, ტრამპმა ივარაუდა, რომ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება “არც თუ ისე კარგად შემოუბრუნდა საფრანგეთს” “ყვითელი ჟილეტების” სახით, რომელთა პროტესტი უკვე 18 კვირაა გრძელდება.

“მე ვეუბნები დონალდ ტრამპს და რესპუბლიკის პრეზიდენტიც ეუბნება: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ დებატებში და თქვენც არ ჩაერიოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში” – ტრამპს უპასუხა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯან-ივ ლე დრიანმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში მსხპერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა