საფრანგეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ Boeing 737 MAX-ის ფრენები აკრძალა

ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ირლანდიამ დროებით შეაჩერა Boeing 737 MAX-ების ექსპლოატაცია – ამის შესახებ ირლანდიის საჰაერო მოძრაობის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი. “გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ორი Boeing 737 MAX-ის კატასტროფა მოხდა. პრევენციის მიზნით განკარგულებას ვიძლევით, რომ Boeing 737 MAX-ით ნებისმიერი კომერციული რეისი აიკრძალოს ირლანდიის საჰაერო სივრცეში” – განცხადებაშია ნათქვამი.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა იმის მიუხედავად, რომ მას არ ყავს ამ ტიპის თვითმფრინავები. “მიუხედევად ამისა, საფრანგეთის ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მის საჰაერო სივრცეში აიკრძალოს ნებისმიერი კომერციული გადაადგილება, რომელიც Boeing 737 MAX-ით განხორციელდება”.
გერმანიის ტრანსტორტის სამინისტრომაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ადრე Boeing 737 MAX-ების ფრენა აკრძალა ჩინეთმა, ავსტრალია, მალაიზიამ, ეთიოპიამ, დიდმა ბრიატნეთმა. ევროპული მედიის ინფორმაციით, Boeing 737 MAX-ებით ფრენას მალე ევროკავშირიც აკრძალავს.

ეთიოპიაში კვირას მომხდარი კატასტროფის მიზეზები, ჯერჯერობით, დადგენული არ არის.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ევროკავშირში შესვლის პროცედურის შეწყვეტაზე ევროპარლამენტმა ოფიციალური მოწოდება გააკეთა
შემდეგი სტატიატრამპი: “არ ვისურვებდი, რომ ჩემი მფრინავი ალბერტ აინშტაინი ყოფილიყო “