5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

საფრანგეთმა გაერთიანებულ საამიროებში საკუთარი ბაზების დაცვა დაიწყო

საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Rafale-ს ტიპის თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო, საკუთარი საზღვაო და საჰაერო ბაზები ირანის თავდასხმებისგან დასაცავად.

საფრანგეთს საამიროებში ასობით საზღვაო, საჰაერო და სამხედრო შესაძლებლობები აქვს ბაზირებული. Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლები დჰაფრას საჰაერო ბაზაზე, აბუ-დაბის მახლობლადაა განთავსებული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ეს ავიაგამანდგურებლები და მათი პილოტები მობილიზებული არიან ფრანგული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, ჩაატარეს ოპერაციები, რათა საკუთარი ბაზების თავზე არსებული საჰაერო სივრცე დაეცვათ. ბარომ აღნიშნა, რომ ამ კვირას ფრანგულ ბაზაზე მდებარე ანგარი დრონმა დააზიანა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს
შემდეგი სტატია„როიტერი“ – გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის