სომხური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის გაფორმება ემანუელ მაკრონის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა. დოკუმენტის ხელმოწერამდე ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.
















