15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი ათენში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2021 წელს გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ 5 წლით გაახანგრძლივონ.

„ფრანგულ-ბერძნული ურთიერთობები ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია ევროპელებმა მეტი ევროპული პროდუქცია შეიძინონ, მეტი ევროპული პროდუქცია აწარმოონ და მეტი ევროპული ინოვაცია შექმნან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: პაკისტანის არმიის მეთაურთან განვიხილეთ ძალისხმევა, რომელიც ამერიკასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას ისახავს მიზნად
შემდეგი სტატიაევროპის კოსმოსურმა სააგენტომ საფრანგეთის გვიანაში მდებარე კურუს კოსმოდრომზე რუსული რაკეტების სასტარტო კომპლექსი ააფეთქა