საფრანგეთის უმაღლესი ჩინოვნიკები და სოციალისტები მაკრონის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებენ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზევმა, რომელიც მმართველი სოციალისტური პარტიის წევრია, ფრანგებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა – Reuters-ი ავრცელებს.
იგივე მოწოდებით გამოვიდა სოციალისტური პარტიის წევრი ბენუა ამონი, მისი თქმით, აუცილებელია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერის დამარცხება. მაკრონის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, ასევე, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინსიტრები საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერო და ემანუელ ვალსი.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმაც მოწოდება გააკეთა, არჩევნების მეორე ტურში მხარი მოძრაობა “წინ”-ის ლიდერს ემანუელ მაკრონს დაუჭირონ. ფიიონის აზრით, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთს გააკოტრებს მისი არჩევის შემთხვევაში.
ფიიონმა ფრანგბს მოუწოდა არ დაუშვან ხელისუფლებაში “ექსტრემისტების” მოსვლა. ის დღევანდელ არჩევნებზე მაკრონისა და ლე პენის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, მარინ ლე პენმა არჩევნებში 24,15% აიღო, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა კი 21,41%. ისინი მეორე ტურში გადადიან – ასეთია პირველადი მონაცემები.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით არიან დაკავებული
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: „მიიღებენ „ქოცტიტუციას“ და გაურკვეველი დროით ეს ქვეყანა ბიძინას იახტად იქცევა!“