საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი,
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული
და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. კრისტოფ კასტანერმა ორ
ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე
ისაუბრა.

„მადლობა ასეთი დახვედრისთვის თბილისში. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი
შეხვედრა განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს, საფრანგეთისა და
ევროკავშირის თანამშრომლობას. ჩემი დელეგაცია და მე დიდ ინტერესს
გამოვხატავთ თანამშრომლობისათვის. ეს ძლიერი კავშირი, რომელიც არსებობს,
კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ 3 გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების
მხრიდან ისმის, იქნება ეს საქართველოს თუ საფრანგეთის მოქალაქეები.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა.
პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გვაქვს კარგი
თანამშრომლობა. ვებრძოლოთ მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს
აყალიბებენ და არ სცემენ პატივს, არც სამართალს და ამ მხრივ ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი ინფორმაციის გაცვლები. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ
ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. ასევე, მსოფლიოს
მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლა, ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია
გვქონდეს, რათა ვებრძოლოთ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩვენს თავისუფლებას და
ჩვენს ქვეყნებს ებრძვის. ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო
არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, იმიტომ, რომ საქართველო არის უსაფრთხო
ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა როგორც მშვიდობიანი ქვეყანა.
პრინციპში, არის კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით
ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში.
არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის
მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას
არანაირად არ ამართლებს -საქართველოში ომი არ არის. საქართველო ევროპელი და
ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო
არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა
საქართველოდან, ერთგვარი ანომალიაა და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი
გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად
მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ
საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი
ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა
საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.
ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ
თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების
განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე
მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი
მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ
ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის
თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა
გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე
არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა
გადაგიხადოთ ამ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი მუშაობისათვის“. –
განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

banner
წინა სტატიაში(Video) ალაზანმა პანკისში ხიდებამდე მისასვლელი გზები წაიღო
შემდეგი სტატიახელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია არ იძიებს მაჩალიკაშვილის მკვლელობას – თინა ბოკუჩავა