საფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ ტერორისტებთან

საფრანგეთში, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტში, ნიცის ტერაქტის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – განაცხადა დღეს საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ ანტიტერორისტული დონე Vigipirate-დან “საფრთხე-ტერაქტამდე” გაგვეზარდა ” – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ნიცაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და გარდაცვლილთა პატივსაცემად, ყველა სახალხო ღონისძიება გადადებულია.
“ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ ტერორისტებთან, რომლელტაც ყველა შესაძლებლობით სურთ დარტყმა მოგვაყენონ” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ნიცაში მომხდარ შემთხვევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. კრიტიკულ მდგომარეობაშია 18 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინიცას ტერაქტის შემდეგ Le Figaro-მ “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქციები გაიხსენა
შემდეგი სტატია“თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს