9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მომავალი, სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავეს

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მომავალი, სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავეს-ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

“ჩვენ არ შევეგუებით არცერთ დარღვევას. დღეს დილით, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მომავალი ნავთობტანკერი დააკავეს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იყო… ოპერაცია ხმელთაშუა ზღვის ღია წყლებში, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერით და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მკაცრი დაცვით ჩატარდა… „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაფინანსებას”-წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე და ფოტოს აქვეყნებს

მანამდე, დღეს, დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ დასვა შეკითხვა, რატომ არ აკავებდა ევროპა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს და არ იყენებდა ნავთობს ფინანსური ბენეფიტისთვის, თუ იმავეს აკეთებდა აშშ. – „რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გავლით ხდება, ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ეს ნავთობი ემსახურება ევროპის დესტაბილიზაციას. ამიტომ, რუსული ნავთობი უნდა შეაჩერონ და მისი კონფისკაცია მოახდინონ”.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: მსოფლიომ თქვა, რომ ამ ფორმის საქართველო არაფერში სჭირდებათ
შემდეგი სტატიაუკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა ხვალ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება