საფრანგეთის საპარლამენტო ბიურომ ოლანდის იმპიჩმენტის ინიცირებაზე უარი განაცხადა

7საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ბიურომ (პარლამენტის ქვედა პალატამ) მთელი რიგი დეპუტატების წინადადება, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის იმპიჩმენტის შესახებ, არ მიიღო – Le Figaro წერს. ინიციატივის წინააღმდეგ ბიუროს 13-მა წევრმა მისცა ხმა, მხარი კი – 8 დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატორი პესპუბლიკელი პიერ ლელუში იყო, რომელიც საფრანგეთის კონსტიტუციის 68-ე მუხლზე დაყრდნობით ითხოვდა ოლანდის გადაყენებას. 68-ე მუხლი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მაშინ უშვებს, თუკი ქვეყნის მეთაური სახელმწიფოს ღალატობს, ან სახელმწიფო საიდუმლოს ამხელს.

პრეზიდენტ ოლანდის ირგვლივ მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, როცა გამოვიდა წიგნი “პრეზიდენტი ამას არ უნდა ამბობდეს”. წიგნში შესულია ოლანდთან ინტერვიუები. ერთ-ერთ მათგანში ის ყვება სირიაში მიზანმიმართულ თავდასხმებსა და მკვლელობებზე.

banner
წინა სტატიაშიევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი ალან დუნკანი 24 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა
შემდეგი სტატია“გირჩი” პარტიების დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვს