საფრანგეთის ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, ულტრა მემარჯვენეები მოდიან. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მარინ ლე პენმა მოიგო. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია მესამე ადგილზეა. ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუ ეროვნული ერთობა მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჯორდან ბარდელა ხდება.
არჩევნების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მარი ლეპენის პარტია – 34%
ახალი სახალხო ფრონტი – 28%
მაკრონის პარტია “ერთად” – 20%
მარი ლეპენი გამარჯვებას უკვე ზეიმობს. მან პირდაპირ თქვა, რომ ემანუელ მაკრონი განადგურებულია და 7 წლიანი ტირანია, რომელიც მაკრონის პარტიამ მოუტანა ქვეყენას, დასრულდება. მარი ლეპენი ახალ რეფორმებს და ცვლილებებს აანონსებს.
დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა. ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს. მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურებულია. ფრანგმა ხალხმა ამაღამ მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ გადაშალონ ახალი ფურცელი 7 წლიანი ძალაუფლებისა, რომელმაც გაანადგურა ინსტიტუციები. ეს არტის პირევლი ეტაპი იმ გზისა, რომელიც მოგვანიჭებს პასუხისმგბელობას და პატივს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია , მეორე ტური კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა არ ჩაუვარდება ხელში ძალადობრივი და ანტიდასავლური რესპუბლიკური ელემენტების მქონე ულტრამემარცხენე კოალიციას. დემოკრატიაში ჯანსაღია, როცა პოლიტიკური პარტიები იცვლებიან, რათა ეს იყოს გარანტია, რომ გატარდეს რეფორმები. ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა ეროვნული გაერთიანების ლიდერი ჯორდან ბარდელა ერთ კვირაში დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, – განაცხადა მარი ლეპენმა.
ეგზიტპოლის შეეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. უამრავმა ადამიანმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა. მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანა იღუპება და ძალაუფლება ულტრამემარჯვენე ცენტრისტების ხელშ არ უნდა ჩავარდეს.
არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 ივლისს გაიმართება.