საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.
ყველაზე მეტი მანდატი – 182 მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა“ მიიღო.
168 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“, ხოლო მესამე ადგილზე 143 მანდატით მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებაა“.
„რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მიიღეს, ხოლო დანარჩენ პარტიებს ერთად, 39 მანდატი ხვდათ.