საფრანგეთის საპარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეების სია გამოქვეყნდა

საფრანგეთში დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია. შესაბამისი ხელმოწერების მოგროვება 11 ადამიანმა შეძლო –  “ლე მონდი” აქვეყნებს.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:
პარტია “მუშათა ბრძოლის” წარმომადგენელი ნატალი არტო, პარტია “სახალხო რესპუბლიკური კავშირის” თავმჯდომარე ფრანსუა ასსელინო, მოძრაობა “სოლიდარობა და პროგრესის” თავმჯდომარე ჟაკ სემინადი, პარტია “ადექი, საფრანგეთოს” კანდიდატი ნიკოლია დიუპონ-ენიანი, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლეპენი, ცენტრისტული პარტია “წინ”-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, სოციალისტი ბენუა ამონი, რადიკალ-მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი, “ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის” ლიდერი ფილიპ პუტუ, დეპუტატი-ცენტრისტი ჟან ლასალი და “რესპუბლიკელი” ფრანსუა ფიიონი.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორი ტურით 23 აპრილსა და 7 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში(video) გაგრის სკოლაში მოსწავლეებმა მასწავლებელს დასცინეს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში აშშ-ს სამხედრო გემი შევიდა