14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონი დაბლოკა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებდა. ინფორმაციას  France 24 ავრცელებს.

საბჭოს განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა გამოხატვისა და აზრის თავისუფლებას არღვევს. საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის საკანონმდებლო ორგანომაც მსგავსი ინიციატივა მიიღო.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი საკონსტიტუციო საბჭოს შემოწმებას გადის. პრეზიდენტს კანონზე ხელმოწერისა და მისი ძალაში შესვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ საბჭო მასში კონსტიტუციურ დარღვევებს ვერ აღმოაჩენს.

banner
წინა სტატიაში“ძლიერი საქართველო” აფხაზეთის ომის 34-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგომისმთის გზაზე 4 ტურისტის დაღუპვის ფაქტზე მიკროავტობუსის მძღოლს ბრალდება წარედგინა