საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიტანელ კოლეგას “მატყუარა” უწოდა

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიტანელ კოლეგას

1საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ეირომ ბრიტანელ კოლეგას, ბორის ჯონსონს ტყუილში დასდო ბრალი – წერს Reuters-ი.
“მე განვიცდი ჯონსნის გამო, მაგრამ Brexit-ის კამპანიის დროს, ის ბრიტანელებს ატყუებდა და ახლა კედელთან არის მიყენებული” – განაცხადა საფრანგეთის დიპომატიური უწყების ხელმძრვანელმა რადიო Europe 1-ის ეთერში. მან ასევე აღნიშნა, რომ მას სჭირდება პარტნიორი, რომელსაც შესაძლებელია დაელაპარაკო და რომელსაც შესაძლებელია ენდო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გუშინ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელად, ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი დანიშნა.
ჯონსონი ცნობილია თავისი რადიკალური გამონათქვამებით ევროპელი კოლეგების მიერ: ჰილარი კლინტონს, მან “ფსიქიატრიულში მყოფი მედდა-სადისტი” უწოდა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდორანს კი ლექსი მიუძღვნა, ერდოღანი გამოყვანილი ყავს ზოოფილად, რომელსაც თხასთან აქვს სექსი.

banner
წინა სტატიაში” სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ”- უსუფაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატიატერეზა მეიმ ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი გადააყენა