საფრანგეთის საგარეო უწყება – საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს სალომე ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდასტურებს.

საფრანგეთის საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის თავზე, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას მოვალეობის შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს იმედი, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების საბოლოო შეფასება – “გამჭვირვალობა” დარღვევებსა და ხარვეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა