საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში გამართულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 ივლისს, თბილისში გამართულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მიესალმება ამ შეხვედრას.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თბილისში, საქართველოში შეხვდნენ. საფრანგეთი, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მიესალმება ამ შეხვედრას. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის გაგრძელების მიმართ, რათა ამ ქვეყნებმა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შექმნან ხელსაყრელი პირობები. საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარს უჭერს დისკუსიებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინის ომში სადღაც შუაში ვერ იქნები – ზელენსკი ბრაზილიის პრეზიდენტს