საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის – OGP 16“ მონაწილეებისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც OGP16 -ის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, გიორგი მარგველაშვილს სამიტში და ოფიციალურ მიღებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჟან მარკ ეროსის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს დელეგაცია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით იქნება მიღებული. საფრანგეთი კი, ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება.

„OGP16 – ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იღებდნენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობა – OGP“ 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

პარტნიორობის ფარგლებში საქართველო 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად და 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს.

2017 წლის ოქტომბრიდან კი, ერთი წლის ვადით, საქართველო წამყვანი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერზე” ქართულადაც გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა