საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი გამოხატავს საფრანგეთის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მეტ მხარდაჭერას შესთავაზებს ქვეყანას.

მათივე ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტის ბლოკირების საკითხს.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ბუჩას ეწვევა და სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობას, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს, გადასცემს.

banner
წინა სტატიაშივერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთი უმცროსი და საშუალო ჩინის ოფიცრების მხრივ გამანადგურებელ დანაკარგებს იღებს – ბრიტანეთის დაზვერვა