საფრანგეთის საელჩოში ხელყუმბარა შეაგდეს

საბერძნეთში, ათენის ცენტრში მდებარე საფრანგეთის საელჩოში, ხელყუმბარა შეაგდეს.

საფრანგეთის საელჩო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით და საბერძნეთის პარლამენტის წინ მდებარე შენობაშია განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ორმა პიროვნებამ, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდერბოდნენ, საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლეს, რომელიც შენობის შესასვლელთან აფეთქდა.

ინციდენტის დროს, ყუმბარის ნამსხვრევებით საელჩოს დაცვის თანამშრომელი მსუბუქად დაიჭრა. ბოროტმოქმედები კი, მიიმალნენ.

მომხდარის გამო, მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველების მიერ ბლოკირებულია და ცენტრალურ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიგენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე შესაძლოა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეცვალოს
შემდეგი სტატია(+ფოტოები) მესტიაში გარდაცვლილი გერმანელი ბიზნესმენის ავტომანქანა ხევიდან ამოყავთ