საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი და ეუთო-ს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად

საფრანგეთმა და ეუთო-ს სხვა 37-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ვენის მექანიზმი უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება”- “მედიის თავისუფლების კოალიცია”
შემდეგი სტატიაკაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს