25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს, ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ფრანგ მემარჯვენე-რადიკალ ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ამავდროულად, მოსამართლეთა კოლეგიამ არჩევნებში მონაწილეობასა და თანამდებობის დაკავებაზე მოთხოვნილი 5-წლიანი შეზღუდვა შეამცირა და პოლიტიკოსს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა შეეძლება. თუმცა, ლე პენმა განაცხადა, რომ ელისეს სასახლისთვის ბრძოლას ელექტრონული სამაჯურით არ აპირებს, რადგან ასეთ პირობებში საარჩევნო კამპანიის სათანადოდ წარმართვა შეუძლებელი იქნება.

გამოძიების თანახმად, ლე პენი ევროპარლამენტისგან გამოყოფილ ბიუჯეტს, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის საქმეებზე მომუშავე ასისტენტებისთვის იყო განკუთვნილი, საკუთარი პარტიის -„ეროვნული გაერთიანების“ თანამშრომლების ხელფასებისთვის იყენებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ორგანიზებული სისტემა, რომლის მიზანიც ევროკავშირის ფულით საკუთარი პარტიის ფინანსური შენახვა იყო.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ნატო უკრაინასთან ერთად მომავლის ალიანსია!