საფრანგეთის ქალაქში მურაბის ქილაში 600 ათასი ევროს ოქრო იპოვეს

მურაბის ქილა 600 ათასი ევრო

საფრანგეთის ქალაქ მორეს ძველ შენობაში, რომელიც სარემონტოდ იყო განკუთვნილი, მურაბის სამი ბანკა იპოვეს, რომელიც ოქროთი იყო სავსე – “გარდიანი” წერს. ქალაქის მერმა ლორან პეტიმ თქვა, რომ განძი დაახლოებით 600 ათასი ევროთი შეფასდა. მერის ინფორმაციით, სამსართულიან სახლში, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, ოთხი ძმა და დები ცხოვრობდნენ. მათ შვილები არ ჰყოლიათ. უკანასკნელი მათგანი 90 წლის ასაკში შარშან გარდაიცვალა. მას ნათესავმა შესთავაზა რომ შენობა ქალაქისთვის 130 ათას ევროდ მიეყიდა. მორე, ისევე, როგორც საფრანგეთის ბევრი ქალაქი, ცდილობს შეისყიდოს ძველი შენობები, შეაკეთოს და ოჯახები მიიზიდოს, რომ ქალაქი არ დაცარიელდეს. “ჩვენ დავთანხმდით, რომ სახლს შევისყიდდით”, – თქვა მერმა .

თანხა ქალაქის სოციალური პროექტისთვის დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: გელოდებით 15 მაისის შეკრებაზე, ის შესაძლოა ახალი 26 მაისი გახდეს
შემდეგი სტატიაპრაღაში, რუსეთის საელჩოსთან შიშველი პუტინი ოქროს უნიტაზში ჩასვეს