საფრანგეთის ქალაქში დელფინ ზაფერის გამო ცურვა აკრძალეს 

საფრანგეთის ბრეტანიში, პატარა ქალაქ ლანდევენეკის მერმა ქალაქის სანაპიროებზე ცურვა აკრძალა. ცურვა დელფინის გამო აიკრძალა , რომელიც წყალში მყოფებთან ინტენსიურ კონტაქტზე გამოდის-ამის შესახებ ინფორმაციას The Telegramme -ავცელებს

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში  საფრანგეთის ბრეტანიში დელფინი, სახელად ზაფარი ხალხის  გვარდით დაცურავდა და ბავშვებს ართობდა , შემდეგ დელფინმა ლანდევენნეკში გადაინაცვლა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ დელფინი შესაძლოა ადამიანებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობს ,ვინაიდან  დელფინის საქციელმა უკვე შეაშინა რამდენიმე მცურავი.

ადგილობრივი მედიის  ინფორმაციით, დელფინი აგრესიულად არ იქცევა, მაგრამ მუდვივად ცდილობს ვინმეს მიუახლოვდეს და ფიზიკურად შეეხოს. ივლისში ერთ-ერთი მცურავის წყლიდან გამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა აუცილებელი, რადგან მას დელფინი არ უშვებდა.

BBC-ის ინფორმაციით, აკრძალვა მოქმედებს იმ დღეებში, როცა სანაპიროსთან ახლოს ზაფარს შეამჩნევენ. აკრძალულია, ასევე დელფინთან 50 მეტრზე მიახლოვება.

banner
წინა სტატიაში,,ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს”
შემდეგი სტატიაTelegram სპეცსამსახურებს შესაძლო ტერორისტების მონაცემებს გადასცემს