საფრანგეთის ქალაქის მერმა ძაღლის მეტისმეტი ყეფის გამო ჯარიმა დააწესა

ორშაბათიდან, შესაძლებელია, ძაღლების მფლობელებმა ქალაქ ფეკერში 68 ევროს ოდენობის ჯარიმის ქვითარი მიიღონ “ძაღლის ხანგრძლივი და განმეორებადი ყეფის” გამო. ქალაქის მერმა ჟან-პიერ ესტიენმა თქვა, რომ აკრძალვა მიმართულია იმის წინააღმდეგ, რომ ძაღლები “დღე და ღამე განუწყვეტლივ ყეფენ” და აუტანელ სიტუაციას ქმნიან. “ეს ზომები ძაღლების წინააღმდეგ არ არის მიმართული. მაგრამ როცა თქვენ გადაწყვეტთ მის ყოლას, უნდა იცოდეთ, რომ ისინი უნდა გაწვრთნათ” – განაცხადა მერმა. ბრძანება ერთი ადგილობრივი მცხოვრების პეტიციის შემდეგ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშილიეჟის შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სიძე, ზურა გასიტაშვილი იყო
შემდეგი სტატიაიდა ბახტურიძე – ადამიანთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი გახდა ჩვენი მთავარი მოკავშირე