საფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ქალალ ლიონში ძველ ქალაქში, საფეხმავლო ზონაში, ქალაქის ცენტრში დღეს, 24 მაისს აფეთქება მოხდა. დაშავებულია 13 პირი – ადგილობრივმა პროკურატურამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, არც ერთი ჭრილობა არ არის სიცოცხლისათვის საშიში. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, ჩანთაში იდო.
ქალაქის მთავრობამ ადგილობრივებს მოუწოდა შემთხვევის ადგილს არ მიუახლოვდნენ. აფეთქების რაიონიდან ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა – “ლოკალი” წერს. სხვა დეტალები ამ მომენტისთვის არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდოდ თარიღად 9 ივნისი დასახელდა
შემდეგი სტატია“ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რასაც ამ ადამიანებს აძლევენ!