საფრანგეთის ქალაქ კალეს პრეფექტი კალეში მდებარე ლტოლვილების თავშესაფრის გადაწვას უარყოფს

საფრანგეთის ქალაქ კალეს პრეფექტის მოადგილე დენი გოდენი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ ფრანგების გარკვეულმა ჯგუფმა კალეში მდებარე ლტოლვილების თავშესაფარს ე.წ ”ჯუნგლებს” ცეცხლი წაუკიდა.
ხანძრი, რომელიც შაბათს 00:15 საათზე გაჩნდა გოდენის განცხადებით შემთხვევითობის ბრალი იყო და ცეცხლი ლტოლვილთა კარვის კედელს გამათბობლიდან ან ნათურიდან გადაედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო სხვა საცხოვრებლებზეც გავრცელდა. მთლინობაში დაიწვა 2500 კვ.მ . შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

”ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია პარიზის ტერაქტებთან და ეს შესაძლოა ექსტრა-მემარჯვენეების ნახელავი იყო. ვაცხადებ რომ ამ შემთხვევებს საერთო არაფერი აქვს. უამისოდაც ბევრი პრობლემაა ამ ქვეყანაში”- განაცხადა ქალაქ კალეს მაღალჩინოსანმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც რეალური ბერკეტები და წინააღმდეგობის გამოყენებაა საჭირო”
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვიდან 6 პირი დააკავა