საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს აღორძინების შესახებ მოწოდება გააკეთა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოს ივნისის სამიტის მისადგომებთან მოწოდება გააკეთა გააძლიერონ ნატოს წევრი ქვეყნების ერთიანობა.

“ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღორძინება გვსურს. ნატოს მომდევნო, 14 ივნისის სამიტმა ბრიუსელში ერთიანობის გაძლიერებამდე უნდა მიგვიყვანოს. მოკავშირეებს შორის სოლიდარობა – მხოლოდ სიტყვა არ არის. ის გულისხმობს პატივიცემას, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას” – ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ელისეის სასახლეში 21 მაისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის უსაფრთხოების სფეროში დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ 2020 წელს თავდაცვის სფეროში მშპ-ს 2 % დახარჯა კორონავირუსთან და აფრიკაში ტერორიზმთან ბრძოლის მიუხედავად.
ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების სამიტი 14 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის პოლიტიკასაც განიხილავენ. მასში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა ევროკავშირის მიერ აკრძალულ მურა ნახშირის წარმოებას “უსამართლო” უწოდა
შემდეგი სტატიაკომპანიები განვითარებად ქვეყნებს 2022 წლის ბოლომდე 3,5 მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან