საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დროს უკრაინაში სამხედრო კონტიგენტის პოტენციური განლაგების საკითხი დააყენა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დროს უკრაინაში სამხედრო კონტიგენტის პოტენციური განლაგების საკითხი დააყენა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიები უნდა იყოს უკრაინაში მშვიდობის კომპონენტი და ევროპულმა სახელმწიფოებმა ამ საკითხზე „პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.

„ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა… ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან, რომ განგვეხილა სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინის მიწაზე უსაფრთხოების ამ გარანტიების ფარგლებში. სხვა ქვეყნები მზად არიან შეუერთდნენ ამ ინიციატივას“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების საკითხში „ამერიკის სოლიდარობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“. ტრამპი მიიჩნევს, რომ კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არ დაუპირისპირდება ევროპელ სამშვიდობოებს უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას ეხებოდა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე თქვა: “ის დათანხმდება ამას. მე დავუსვი მას ეს შეკითხვა”.

“მომისმინეთ, თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის არ იქნება ომით დაინტერესებული… მე სპეციალურად დავუსვი მას ეს შეკითხვა. მას არ აქვს ამასთან პრობლემა”, – ამბობს დონალდ ტრამპი.

ოვალურ კაბინეტში ემანუელ მაკრონთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომი შესაძლოა დასრულდეს “რამდენიმე კვირაში”, თუმცა “გააფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს”.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინა კარგად მუშაობს და შესაძლოა, EU-ში 2030 წლამდეც გაწევრიანდეს
შემდეგი სტატიამაკრონი: მშვიდობა “არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის დანებებას ან გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას