13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა, – ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონემ მოლაპარაკებები კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან გამართა და საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.

წყაროების განცხადებით, რუსეთთან კონტაქტის შესახებ ევროპელი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე“.

banner
წინა სტატიაშიმილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების ქურდობისთვის ამერიკაში 48 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს