საფრანგეთის პრეზიდენტი თავდაცვის კაბინეტის საგანგებო შეხვედრას მართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავდაცვის კაბინეტის საგანგებო შეხვედრას მართავს.

„როიტერის“ ცნობით, განიხილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მოპოვებისა და ირანში საყოველთაო საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხები.

შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში, დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე სავარაუდოდ კიბერთავდასხმა განხორციელდა – სუს-მა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“ტრამპი საზღვარგარეთ უფლებამოსილებებს აჭარბებს” – აშშ-ში ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვების შედეგები