6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

საფრანგეთის პრეზიდენტი მოკავშირეებს აშშ-ისა და ჩინეთის წინაშე სიმტკიცის გამოსახატად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოკავშირეებს აშშ-ისა და ჩინეთის წინაშე სიმტკიცის გამოსახატად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

სეულში სტუდენტებთან საუბრისას მაკრონმა დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწოდა, შექმნან „დამოუკიდებლობის კოალიცია“ ჩინეთისა და აშშ-ის წინაშე სიმტკიცის გამოსახატად.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, ბრაზილიას, კანადასა და ინდოეთს იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან საერთო სამოქმედო დღის წესრიგი აქვთ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური ჯანდაცვის საკითხებში. სწორედ ამ ქვეყნებს მიიჩნევს მაკრონი ახალი ალიანსის წევრად.

„ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონისტური სახელმწიფოს ვასალი. ჩვენ არ გვინდა, ჩინეთის დომინირებაზე ვიყოთ დამოკიდებული და არ გვინდა, გადამეტებულად დავრჩეთ მოწყვლადი აშშ-ის გაუთვალისწინებელი ნაბიჯების მიმართ. აშშ დიდი ქვეყანაა, მაგრამ ამჟამინდელი მიდგომით „პანდორას ყუთის“ გახსნის რისკს იღებს“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია„ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს