11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მილიონობით ოჯახს გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის.

მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გააგრძელებს.

„საფრანგეთი უკრაინის გვერდით იქნება, რათა მას ზამთრის გადატანაში დაეხმაროს, ხოლო G7-ის ენერგეტიკული მიმართულებაც მობილიზებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაძლიერებთ მის საჰაერო თავდაცვას. ამ მხარდაჭერის საკითხი პრეზიდენტ ტრამპთანაც განვიხილე, ასევე ენერგეტიკის სფეროში ზავისა და შავ ზღვაში მორატორიუმის პერსპექტივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს იქნება მთავარი საკითხი მოლაპარაკებებში, რომლებიც უნდა განახლდეს და სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს“, – წერს მაკრონი.

banner
წინა სტატიაშიბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას