საფრანგეთის პრეზიდენტი: “აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინაზე კარგ საფუძველს ქმნის, მაგრამ ევროპასთან შეთანხმება სჭირდება”

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემმანუელ მაკრონის, განცხადებით, აშშ-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად მისაღები საფუძველია, თუმცა მას ევროპის მონაწილეობით გადახედვა უნდა.

G20-ის სამიტზე მან აღნიშნა, რომ გეგმაში ბევრი „ცნობილი და მნიშვნელოვანი იდეაა“, თუმცა კონსტატირებული საკითხები, რუსეთის გაყინული აქტივებიდან დაწყებული, უკრაინის ევროპული ინტეგრაციით დამთავრებული, ევროპელების კომპეტენციაში შედის.

მაკრონის თქმით, ნატოს როლთან დაკავშირებული ბევრი ელემენტიც ფართო კონსულტაციას საჭიროებს და „არ შეიძლება, მხოლოდ ამერიკული წინადადება იყოს“.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “ლოზუნგი „არც ნაცი, არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე”
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: “უკრაინისა და რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა”