საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს მისივე წერილი შემოუბრუნდა

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

olandსოცქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანსუა ოლანდის წერილის ირონიულ-სარკასტული პერიფრაზი, რასაც ერთგვარი იმპულსი მისცა პარიზში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა.
სოცქსელელმა როდიონ შოვკოშიტნიმ გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის რეალური წერილი თავისი უკრაინელი კოლეგის, პოროშენკოსადმი, სადაც ოლანდი წუხილს გამოთქვამდა ტერორისტების მოქმედებების გამო დნესპირეთის და ლუგანსკის ოლქებში. როდიონ შოვკოშიტნიმ ფრანსუა ოლანდის ამ წერილშ შეიტანა უმნიშვნელო ცვლილებები, რითაც „დატროლა“(ინგლ.trolling, რაც ნიშნავს ეპატაჟს, პროვოცირებას, დაცინას, ფალსიფიკაციას) საფანგეთის პრეზიდენტი მისივე წერილით.
შოვკოშიტნის ვარიანტში უკრაინელი პრეზიდენტი, პოროშენკო, წერილს უგზავნის ფრანსუა ოლანდს, სადაც დნეპროპეტროვსკი და დებალცოვო შეცვლილია პარიზით, უკრაინელები ფრანგი ხალხით.
გთავაზობთ უკრაინელი როდიონ შოვკოშიტნის ინტერპრეტაციას – საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ტროლინგს მისივე რეალური წერილის საფუძველზე:
„ძვირფასო ფრანსუა, შეშფოთებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ამბების გამო. ეხლა მთავარია არ დავუშვათ სისხლისღვრა ამ მშვენიერი ქალაქის ქუჩებში. აუცილებელია, გაგონილ იქნას იმათი ხმა, ვინც აფეთქებს შენობებს, ხვრეტს ადამიანებს ქუჩებში და მძევლებად აჰყავს ისინი“ – წერია წერილ-ტროლინგში.
„პატივი უნდა სცეთ მათ მოთხოვნებს. ამ სამოქალაქო ომში ფრანგმა ხალხმა უნდა გამოავლინოს სიბრძნე და მოთმინება. ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებით. პატივისცემით“ – ასე დატროლა საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი სოციალური ქსელების უკრაინელმა მომხმარებელმა.

banner
წინა სტატიაშიიყო თუ არა ობამა-პუტინის 20-წუთიანი შეხვედრა კონსტრუქციული?
შემდეგი სტატიარუსეთის ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა