საფრანგეთის პრემიერის თქმით ევროპა საომარ მდგომარეობაშია

5689საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში ევროპაში რთული ვითარებაა. “უკანასკნელი რამდენიმე თვეა ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით” – განაცხადა ვალსმა ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების კომენტირებისას, რომელიც დღეს მოხდა.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება დაფიქსირდა. შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეულმა კი ტრავმები მიიღო. აეროპორტმა ყველა რეისი გადადო. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ისმოდა არაბული შეძახილები და ყვირილი.

აეროპორტის აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ბრიუსელის მეტროში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი გარდაიცვალა და 55 დაშავდა.
ბელგიაში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიტერაქტების სერიის შედეგად ბელგიის დედაქალაქში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა
შემდეგი სტატიაბელგიის პრემიერმა ბრიუსელის ტერაქტები და აბდესლამის დაკავებას ერთმანეთს არ დაუკავშირა