საფრანგეთის პრემიერი: ეკლესიის შემთხვევა, ყველა კათოლიკეს სულიერი ჭრილობაა

საფრანგეთის პრემიერმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დღეს ეკლესიაზე თავდასხმა მოაწვყეს ნორმანდიის ქალაქ სენტ-ეტენ-დიუ-რუვრში, თავიანთი მოქმედებით “ყველა კათოლიკს ჭრილობა მიაყენეს”. მინისტრმა თავდასხმას “ბარბაროსული” უწოდა. “ჭრილობა მიაყენეს მთელ საფრანგეთს და ყველა კათოლიკს” – განაცხადა მან თავის “ტვიტერზე”.

შემთხვევა დღეს მოხდა. პოლიციამ ორი მამაკაცი მოკლა. ასევე დაიღუპა მათ მიერ მძევლად აყვანილი მღვდელი – “ბიბისი” ავრცელებდა.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა მას დანით ყელი გამოჭრეს. ქვეყნის შს სამინისტროს თქმით, კიდევ ერთი მძევალი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სხვა მძევლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. დანებით შეიარაღებულმა მამაკაცებმა ოთხი ან ექვსი (დაუზუსტებელია-რედ) მძევალი აიყვანეს.

თავდასხმის მოტივები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საფრანგეთში თავდასხმები გახშირებულია.
ბოლოს, 14 ივლისს, ნიცაში, სატვირთომ ხალხს გადაუარა, რომლის დროსაც 84 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა.

banner
წინა სტატიაშინავთლუღის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ზუმბაძე დაიკითხა
შემდეგი სტატიაბერნი სანდერსი: ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს პრეზიდენტი