საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ატალის თქმით, პრემიერმინისტრობა მისთვის პატივი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა მოსალოდნელზე სამჯერ მეტი მანდატების რაოდენობა მიიღო, ჩვენ არ გვაქვს უმრავლესობა. ხვალ დილით ჩემი გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტს გადავცემ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ატალის თქმით, ის პოსტზე იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც მოვალეობა მოითხოვს.

საფრანგეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. ​​წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!
შემდეგი სტატიაესტონეთის პრეზიდენტი – არ შეიძლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იყოს მოლაპარაკებების საგანი, მისი წინსვლა წევრობისკენ გარდაუვალია