საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს

„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა.

გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი – ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ